პარტიამ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბორჯომი-ასპინძის 45-ე მაჟორიტარულ ოლქში მარინა გელაშვილი დაასახელა.
მარინა გელაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სიღნაღის სახალხო თეატრში მოწვეულ მსახიობად,იყო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საყმაწვილო-საგანმანათლებლო სტუდიის დამფუძნებელი, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი.