ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
19:12 / 05.09.2016
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 26 საარჩევნო სუბიექტს
შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭა: №2 - "პროგრესულ - დემოკრატიული
მოძრაობა ("თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!"); №4 - "ჯონდი
ბაღათურია - ქართული დასი"; №6 - "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"; №7 -
"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის"; №9 - "ახალი პოლიტიკური
ცენტრი - გირჩი"; №10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს
ლეიბორისტული პარტია"; №11 - "სახალხო ხელისუფლება"; №12 -
"საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები" (ივანე წიკლაური)";
№13 - "ევროპელი დემოკრატები"; №14 - "დავით თევზაძე - საქართველოს
მშვიდობისათვის"; №15 - "მშრომელთა სოციალისტური პარტია"; №16 -
"საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია"; №17 - "საქართველო"; №18 -
"ქართული იდეა"; №19 - საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი
სამშობლო"; №20 - "საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია"; №21 -
"საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია"; №22 - "მერაბ
კოსტავას საზოგადოება"; №23 - საარჩევნო ბლოკი "ჩვენები - სახალხო
პარტია"; №24 - "გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო"; №25 - "კახა
ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე -
მემარცხენე ალიანსი"; №26 - "ეროვნული ფორუმი"; №27 - "ირაკლი
ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; №28 - "ზვიადის გზა - უფლის
სახელით"; №29 - "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია (ედპ)" №30 - "ჩვენი
საქართველო" (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)"; გარდა
აღნიშნული სუბიექტებისა, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა ხუთ საარჩევნო
სუბიექტს, ესენია: №1 - საარჩევნო ბლოკი "პაატა ბურჭულაძე -
სახელმწიფო ხალხისთვის"; №3 - საარჩევნო ბლოკი "ნინო ბურჯანაძე -
დემოკრატიული მოძრაობა"; №5 - საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა"; №8 - საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა
ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია";
№41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.