1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების
დახმარება 150 ლარი გახდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ
მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება.
„მინდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე დავიწყო საუბარი.
მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ
არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით,
სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი
იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული
დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე
აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს.