დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
ამ დროისთვის 39 ადამიანის, მათ
შორის 6 ბავშვის, გადარჩენა მოხერხდა.
25 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი
დაიღუპა. 73 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი, დაშავდა. 43 ადამიანი
დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში, რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე
განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსული იერიშის შედეგად, 72 ბინა
განადგურდა, ხოლო 230-ზე მეტი ბინა კი დაზიანდა. ზელენსკის
განცხადებითვე, დაშავებულებს დახმარებას ფსიქოლოგები უწევენ.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და სახიფათო სტრუქტურული ელემენტების
დემონტაჟი გრძელდება. 24-საათიან რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას
ყოველი სიცოცხლისთვის. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ნათესავსა და
მეგობარს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ
კორპუსზე რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.