დნიპროში საცხოვრებელ შენობაზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
14 იანვარს უკრაინის ქალაქ დნეპრში
ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად
21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის
ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14
ბავშვი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული შენობიდან 38 ადამიანი
გამოიყვანეს, მათგან 6 ბავშვია.
სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.
როგორც დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, 40-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად
საავადმყოფოებშია გადანაწილებული, ოთხი კი მძიმედ დაშავებულია და
რეანიმაციაშია მოთავსებული. ამასთანავე, მისი თქმით, 40-ზე მეტი
ადამიანის ბედი ჯერ ისევ უცნობია.
წყარო: mtavari.tv