ომის დაწყებიდან დღემდე 94 760-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული-უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა, ბოლო დღე - ღამის
განმავლობაში 620 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და მტრის
24 ტანკი გაანადგურეს.
გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე 94 760-მდე რუსი ჯარისკაცია
ლიკვიდირებული.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები
მოიცავს: 2 966 ტანკს, 5 928 ჯავშანტექნიკას, 1 929 ერთეულ
საარტილერიო სისტემას, 281 საბრძოლო თვითმფრინავს და 264 ვერტმფრენს,
4 544 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 617 უპილოტო
საფრენ აპარატს, 169 ერთეულ სპეცტექნიკას, 592 ფრთოსან
რაკეტას.