''რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უკრაინა ფეხზე დადგა,,-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ
უკრაინა ფეხზე დადგა.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უკრაინა ფეხზე დადგა.
უკრაინამ შეძლო მსოფლიოს გაერთიანება თავისუფლებისთვის ბრძოლის
გარშემო. უკრაინამ შეძლო ტერიტორიის იმ მნიშვნელოვანი ნაწილის
გათავისუფლება, სადაც რუსული ჯარები შევიდნენ. უკრაინა ათავისუფლებს
ხალხს რუსული ტყვეობიდან.
და უკრაინამ შეძლო ომის მსვლელობის შეცვლა ისე, რომ ყველა ოკუპანტმა
იგრძნო, რომ ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ," - თქვა უკრაინის
პრეზიდენტმა.
ზელენსკის ცნობით, სექტემბერში უკრაინელმა დამცველებმა რუსული
ოკუპაციისგან 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია
გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი
გათავისუფლდა.
წყარო:
formulanews.ge
გააზიარეთ :