მოგერიებულია შეტევა დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 58 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ხარკოვის და დონეცკის ოლქების 33 დასახლებულ პუნქტში.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი ჩამოაგდეს 2 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის ბრიგადების და ბატალიონების მართვის 9 პუნქტს და ცოცხალი ძალის და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს 3 რაიონში. სარდლობის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის არმია ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს, რომლის შევსებასაც სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის პატიმრების ხარჯზე ცდილობენ. გენშტაბის მონაცემებით, ტულის ოლქის კოლონიებში მყოფ პატიმრებს 3-თვიანი სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ჰპირდებიან სასჯელისგან გათავისუფლებას, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებმა კი, 6 თვით უნდა იმსახურონ. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, დანაკარგების შესავსებად იძულებითი მობილიზაციის მითითება მიიღეს რუსეთის ქალაქ გორლოვკის სამხედრო კომისარიატში.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.