სექტემბრის დასაწყისიდან 2 000 კმ² ტერიტორია გავათავისუფლეთ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი.

„ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება, დღეისათვის, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური ოპერაციების ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია - ზურგს უჩვენებს. გაქცევა მათთვის ცუდი არჩევანი არ არის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სოფლები ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს.

მანამდე, 8 სექტემბერს მან დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ხოლო 10 სექტემბერს ცნობილი გახდა კუპიანსკის და იზიუმის განთავისუფლების შესახებ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.