,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს''-დიმიტრი მედვედევი
უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა,
მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის
ხელყოფას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი
მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი
ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ
ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, - განაცხადა
მედვედევმა.
მისი თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების
წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების
გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.
წყარო:https://www.interpressnews.ge/