რუსმა ჯარისკაცებმა ჩრდილოეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს და სიკვდილით დასაჯეს
Human Rights Watch-ის განცხადებით, ორგანიზაციამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დააფიქსირა.

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინას აპრილსა და მაისში ეწვივნენ, „გამოიძიეს სიკვდილით დასჯის 22, სხვა უკანონო მკვლელობის 9, გაუჩინარების 6 და წამების 7 ფაქტი“.

„სავარაუდო დანაშაულები ჩადენილია თებერვალსა და მარტში რუსი ჯარიკაცების მიერ, რადგან ისინი აკონტროლებდნენ ტერიტორიის დიდ ნაწილს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინაში ყოფნის დროს, 10 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში, 65 ადამიანი გამოიკითხეს, მათ შორის 66 წლის ანასტასია კიევის ოლქიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ სიკვდილით დასჯილი შვილის ცხედარი სარდაფში იპოვა
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.