"უკრაინის 931 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ
ზელენსკის ინფორმაციით, ქვეყნის 931 დასახლებული პუნქტი უკვე
დეოკუპირებულია.
„კიდევ ბევრი ქალაქი და
თემი იმყოფება რუსული არმიის დროებითი კონტროლის ქვეშ, მაგრამ ეჭვი არ
მეპარება, რომ ჩვენი მიწის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია“, -
ამბობს ზელენსკი 25 აპრილს, ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ომი უკრაინისთვის სახალხოდ იქცა და
აჩვენა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკრაინული იდეა ერთნაირად
ძლიერი და საყოველთაოდ სახალხოა.
როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთს შეუძლია ომისთვის კოლოსალური
რესურსები დახარჯოს, საკუთარ ხალხს წაართვას ყველაფერი, რასაც თავად
რუსეთის განვითარება შეუძლია და ეს პოტენციალი მეზობლების სიცოცხლის
განადგურებისკენ მიმართოს, მაგრამ ისტორიის გაკვეთილები კარგადაა
ცნობილი.
„თუ აპირებ ააშენო ათასწლოვანი რაიხი - წააგებ. თუ აპირებ მეზობლების
განადგურებას - წააგებ. თუ გსურს ძველი იმპერიის აღდგენა - წააგებ. და
თუ უკრაინელების წინააღმდეგ წახვედი - წააგებ“, -
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.