ომის დაწყებიდან უკრაინაში 176 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 176 ბავშვი დაიღუპა.
ომის მიმდინარეობისას 324 ბავშვი დაშავდა. ჯამში რუსეთის მიერ
განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 500 ბავშვი
დაზარალდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური
პროკურატურა ავრცელებს.