უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა თურქეთში მიმდინარეობს.
შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მასპინძლობს.

მოლაპარაკებების პროცესის დაწყებამდე მათ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ომის მეხუთე კვირა დაიწყო და აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც უკრაინისა და რუსეთის მეგობარი ქვეყანა, ვალდებულია მედიაციის პროცესი იკისროს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „სამართლიან მშვიდობას“ არ ჰყავს დამარცხებული, თუმცა კონფლიქტის გაგრძელებით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს.

„ასეთ კრიტიკულ დროს მოხარული ვართ მიგიღოთ და წვლილი შევიტანოთ თქვენს მცდელობაში დაამყაროთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები სასარგებლო იქნება თქვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისა და კაცობრიობისთვის“,- განაცხადა ერდოღანმა.

დელეგაციის წევრები გრძელი მაგიდის ირგვლივ ერთმანეთის პირისპირ განთავსდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც ესწრება.მოლაპარაკებების დაწყებამდე რომან აბრამოვიჩი თურქეთის პრეზიდენტს პირისპირ ესაუბრა. საუბარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.