უკრაინული და რუსული მხარეების ინფორმაცია, მოწინააღმდეგის დანაკარგებზე
უკრაინული და რუსული მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ.

უკრაინის მხარის ინფორმაციით, მათ მოკლეს 12000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ასევე გაანადგურეს 374 ტანკი, 1226 ჯავშანტექნიკა და 140 საარტილერიო სისტემა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს 3687 უკრაინის სამხედრო ობიექტი ქვეყანაზე თავდასხმის დაწყებიდან, ასევე 99 თვითმფრინავი, 1194 ტანკი და ჯავშანტექნიკა და 443 საველე საარტილერიო იარაღი.

როგორც BBC-ი წერს, მათ ვერცერთი მხარის განცხადება ვერ გადაამოწმეს.


რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო“ ცენტრს. ამის შესახებ ტვიტერზე წერს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტერიტორიაზე 8 რაკეტა ისროლეს.

ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში ტერიტორია, რომელიც იავოროვსკის სამხედრო პოლიგონად არის მოხსენიებული, ქალაქ ლვოვიდან დაახლოებით 30 კილომეტრით არის დაშორებული.

მსგავს ინფორმაციას რადის დეპუტატი ირინა გერაშჩენკოც ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს ცნობებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. მანამდე უკრაინის მედია იუწყებოდა, რომ ლვოვის მცხოვრებლებმა ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ფაქტს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით ხსნიდა.

ლვოვი დასავლეთ უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქია. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ევაკუირებულია უკრაინელების დიდი ნაწილი, რომლებიც იქიდან პოლონეთში გადადიან.

„მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების ცენტრი“ პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული. მედიის ინფორმაციით, ეს ცენტრი 2007 წელს შეიქმნა და წარმოადგენს სასწავლო-საწვრთნელ ბაზას კადრების მოსამზადებლად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.