,,წვევამდელებსა და რეზერვისტებს საბრძოლველად არ გაიწვევენ''-ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ
პუტინმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა,
სადაც ამბობს, რომ წვევამდელებსა და რეზერვისტებს ფრონტზე
საბრძოლველად არ გაიწვევენ.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურს
ასრულებენ, არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში...
დაკისრებული ამოცანები არის მხოლოდ პროფესიონალი სამხედროებისთვის. მე
მესმის, როგორ ზრუნავთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე“, - განაცხადა
პუტინმა.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, პუტინმა, მთელი მისი გამოსვლის
განმავლობაში ქალები დაახასიათა, როგორც საიმედო, სანდო და ა.შ.
„ჩვენო ძვირფასო ქალებო, თქვენ სამყაროს უკეთესს და კეთილს ქმნით,
თქვენი მგრძნობელობის, თანაგრძნობისა და სულიერი კეთილშობილების
წყალობით. თქვენ აერთიანებთ მომხიბვლელ სინაზესა და საოცარ შინაგან
ძალას“, - განაცხადა პუტინმა მის ვიდეო მიმართვაში.
წყარო:www.interpressnews.ge