მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ
ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა
უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს
უკრაინას.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140
ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება
მომავალშიც გაგრძელდება.
„მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი
მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც
უკრაინაში ხდეება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა
გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და
უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ
უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას
გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის
მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების
სახით უკრაინაში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და რა თქმა
უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ
დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს.
მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე უკრაინაში რჩებოდა და ახლაც
უკრაიანში არის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კიევიდან. ჩვენ ამ
პროცესს ბოლომდე გავაკონტროლებთ იმისთვის, რომ არცერთი ჩვენი
თანამოქალაქე, რომელიც უკრაინაში არის, ყურადღების მიღმა არ
დარჩეს.
მეორე საკითხი, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენთვის ყველასთვის
ომი კატეგორიულად მიუღებელია. ის, რაც უკრაინაში ხდება, კატეგორიულად
მიუღებელია. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ ომი და ის ტრაგედია, რომელიც
ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და რა თქმა
უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, მთელი
საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი
რაც შეძლება მალე დასრულდეს“,-განაცხადა
ღარიბაშვილმა.