,,საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 66 ათასზე მეტი უკრაინელი ქვეყნის დასაცავად დაბრუნდა''-ალექსეი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის
ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 66
ათასზე მეტი უკრაინელი ქვეყნის დასაცავად დაბრუნდა.
ამის შესახებ თავდაცვის უწყების
ხელმძღვანელმა „ტვიტერის" გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებისგან დაკომპლექტებულია კიდევ 12 საბრძოლო
ბრიგადა, რომელიც ქვეყანას იცავს.
„66224 - აი,
რამდენი კაცი დაბრუნდა ამ წუთში უცხოეთიდან, რათა დაეცვა თავისი
ქვეყანა ურდოსგან. ეს არის უკრაინის კიდევ 12 საბრძოლო და
მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ!“- განაცხადა
რეზნიკოვმა.
წყარო:www.interpressnews.ge