უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
უკრაინული დელეგაციის წევრის,
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას
ინფორმაციით, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის
გაემგზავრა.
არახამია ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან
„პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის საკითხის განხილვა
იქნება. დანარჩენი, გარემოებების მიხედვით“.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დრო და ადგილი რამდენჯერმე
შეიცვალა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით,
შეხვედრა ბელარუსში, ბრესტის ოლქში გაიმართება.