უკრაინაში საქართველოდან 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული
ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით გაიგზავნა.
ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე
მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და
ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება
- გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა
და ტესტები.
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ
ლუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს.