უკრაინა სრულად აკონტროლებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს – უკრაინის შსს
ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს,
მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია
ავრცელებს.
“მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქ კიევს, ქალაქ
ჩერნიგოვს, ქალაქ მარიუპოლს, ქალაქ ხარკოვს უკრაინა სრულიად
აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსები აგზავნიან თავის დივერსიულ
ჯგუფებს და ისინი ესვრიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ყველა ჩვენს
ქალაქს ვიცავთ” – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ
დენისენკო.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის
დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით
ოფიციალურად გამოუცხადა.