კიევში მიმდინარე შეტაკებებს 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ
რაიონში ინტენსიური სროლების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, -
ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით
ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
კიევის ოხმატდიტის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთა შორის
ორი მოზარდია.