ახალციხელი ტყუპები უკრაინის დროშის ფერებში
ახალციხეში მცხოვრები მიხეილ
კაპერსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს.
მშობლებმა, სამი ტყუპი დავითი, დანიელი და მართა უკრაინის დროშის
ფერებში გამოაწყეს.
ამ ფორმით მათ უკრაინას სოლიდარობა
და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მიხეილმა შვილების ფოტოს დაურთო წარწერა უკრაინულად: "დიდება
უკრაინას!", "დიდება გმირებს!"
ტყუპები 8 თვის არიან.
"ვგმოთ ნებისმიერ ომს, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ
წარმოებულ ნებისმიერ საომარ ოპერაციას, ვინაიდან ყოველთვის მიმართულია
სხვისი ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებისკენ. მთელი ოჯახი მხარს ვუჭერთ
უკრაინას და უკრაინის დამოუკიდებლობას. გვჯერა, რომ უკრაინელი და
ქართველი ხალხი ბოლოს მაინც გაიმარჯვებს ამ დიდ ბოროტებაზე და
მივაღწევთ ჩვენ მიზანს - ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას.
დიდება საქართველოს - Cлава Україні" - ამბობს
ტელეკომპანია "ბორჯომთან" მიხეილ კაპერსკი.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები
მესამე დღეა გრძელდება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა,
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციებს მართავს.