უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში ჩურჩხელების შეგროვება დაიწყეს
კახეთის ხმის სამოქალაქო ინიციატივა
- "შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის!" .
კახეთში სოციალური აქცია დაიწყეს.
"თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა დღეს განსაცდელშია.
საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და
ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და
სამოქალაქო ობიექტები!
დღეს, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის
გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის! შევაგროვოთ და
გავუგზავნოთ თითო ჩურჩხელა უკრაინულ ოჯახებს, რათა მიიღონ კახური
მიწის მადლით შექმნილი ღვთაებრივი, კალორიული და სასარგებლო ჩუჩხელა.
დარეკეთ და მოვუგროვოთ ჩურჩხელა და ჩირეული ჩვენს
მეგობრებს" - ნათქვამია "კახეთის ხმის" გვერდზე
გავრცელებულ ინფორმაციაში.