ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა
BBC-ის ინფორმაციით, ევროპის
რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო
სივრცე ჩაკეტა.
ბოლო მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე
გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა,
ბულგარეთმა და ჩეხეთმა ჩაკეტეს.