რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე შეთანხმება მიღწეულია
რუსეთის SWIFT-დან ჩახსნას ბოლო
ქვეყანამ, უნგრეთმაც მხარი დაუჭირა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მხარს
დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ შორს მიმავალ სანქციებს და რუსეთის
გათიშვას SWIFT-იდან, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ
მორავიეცკიმ.
“დღეს ისევ ველაპარაკე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ
ორბანს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის მხარდაჭერაში რუსეთის წინააღმდეგ
შორსმიმავალი სანქციების მიმართ, SWIFT-ის სისტემის დაბლოკვის
ჩათვლით", - დაწერა მორავიეცკიმ Twitter-ზე.
უნგრეთის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
Swift, ეს არის ბანკთაშორის გლობალური ფინანსური ტელეკომუნიკაციის
საზოგადოება. სისტემა უზრუნველყოფს შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლას
200 ქვეყნის 11,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ კომპანიას შორის.
მასშტაბებიც რომ წარმოვიდგინოთ: გასულ წელს სისტემა დღის განმავლობაში
საშუალოდ 42 მილიონ შეტყობინებას ატარებდა.
ქვეყანა, რომელიც Swift-ს გამოეთიშება არაერთი მიმართულებით
ზარალდება. სწორედ ეს დაემართა ირანს 2012 წელს, როცა მისმა ბანკებმა
დაკარგეს სისტემაზე წვდომა ქვეყნის ბირთვული პროგრამის და მისი
დაფინანსების წყაროების შესაჩერებლად ევროკავშირის მიერ შემოღებული
სანქციების შედეგად.
2014 წელს, როცა დასავლური ერები რუსეთს Swift-დან გათიშვით
დაემუქრნენ, იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კურდინმა თქვა,
რომ შედეგად რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად შესაძლოა, 5
პროცენტული პუნქტით შემცირებულიყო.