ზორეთის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებული ამ დრომდე არ არის
19:25 / 20.08.2022
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან,
ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის.ადგილზე სამუშაოები კვლავ გრძელდება.
თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით
2-3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო,
გართულებულია ტექნიკის ადგილამდე მიყვანა. ცეცხლის ქრობის პროცესში
ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არინ დამატებითი
ჯგუფები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.
რატომ გართულდა ხანძრის ლიკვიდაცია და არის თუ არა ვერტმფრენის
ჩართვის საჭიროება - კითხვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ
ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი
გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ცნობისთვის, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის
მარჯვენა სანაპიროზე, გუშინ, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის
შემდეგ გაჩნდა.