ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან - ლიკანში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან
ლიკანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია. ცეცხლი ბორჯომში, ცენტრალური სასაფლაოს უკან, წიწვოვან მთაზე, საკმაოდ მიუვალ ადგილზეა გავრცელებული.


ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები, მეტყევეები, ჯარისკაცები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.






ადგილობრივებმა, ცეცხლი დღეს, დაახლოებით პირველი საათისთვის შენიშნეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს. მოსახლეობის განცხადებით, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის ადგილზე მობილიზება დროულად მოხდა.









ადგილზე შეიყვანეს ტრაქტორი. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერამდე მანქანებით შედიან, თუმცა სტიქიის ზონამდე ტექნიკით ბოლომდე მისვლა ვერ ხერხდება.




დღეს, ადგილზე მობილიზებული იყო 15-მდე ბაგის ტიპის მანქანა. ადგილობრივმა მძღოლებმა გამოთქვეს სურვილი საკუთარი ბაგებით დახმარებოდნენ ცოცხალ ძალას, ხანძრის კერამდე მიყვანაში. სტიქიის ზონამდე, ბაგებით გადაადგილდნენ მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები, ჯარისკაცები.




რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ ეტაპზე უცნობია. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებს ამ დრომდე არ აკეთებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.