Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
ხანძარი ბორჯომის ხეობაში
"დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია" - გარემოს დაცვის მინისტრი
ოთარ შამუგია: „ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, ბორჯომში, ქვაბისხევში იმყოფება, სადაც ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესს რთული კლდოვანი რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ვერ ხერხდება ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი მონაწილეობს. ხვალიდან, სამუშაოებში, დამატებით, 80 რეინჯერი ჩაერთვება.

„ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. დამწვარ ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა ფართობზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასაზუსტებელია, ვინაიდან კერები ლოკალურად არის სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ზარალი გამომდინარეობს დაზიანების მასშტაბიდან”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურადაა ჩართული პროცესში, ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ხანძრის სწრაფი ლოკალიზება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გადაწყვეტილებით თავდაცვის ძალების ჩართულობა. თუ ძლიერი ქარი არ იქნა და სხვა გარემოებები, ვფიქრობ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელია. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია. როგორც კი ცეცხლის პირველი კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე იქნა შესაბამისი სამსახურები ჩართული. ჩვენ ვერ დავაზღვევთ ცეცხლის გავრცელებას თუ ძლიერი ქარია”, - აღნიშნა მინისტრმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.