ინტერაქტიული მულტიმედია
ბოშა მოგზაური და აქლემი მარნეულიდან
გორჰან დევეჯი მარნეულში, აქლემთან ერთად, მეხუთე წელია ცხოვრობს. აბრეშუმის გზის გავლისა და 39 ქვეყანაში მოგზაურობის შემდგომ ის ლეჟბადინში დაბინავდა.

ამბავი გორჰანმა, მარნეულის რადიოს მოუყვა. 7 წლის წინ ის საქრთველოში აქლემთნ ერთად თურქეთიდან ჩამოვიდა. ორი წელი თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე ცხოვროვრობდა. გორჰანი ბოშა მოგზაურია. ამბობს, რომ ორი კულტურის შერწყმის ნაყოფია.



დედამისი ბურჟუაზიის წარმომადგენელი იყო მამა კი მომთაბარე ბოშა. ბავშვობაში მდიდრულ სახლში ცხოვრებასა და ბურჟუაზიული საზოგადოების წევრობაზე ოცნებობდა, მაგრამ თინეიჯერობის პერიოდში მიხვდა, რომ მისთვის ყველაზე კარგი მოგზაურობა იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ მე მდიდარი არ ვარ, საუკეთესო ცხოვრებით ვცხოვრობ, რადგან ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ეს ბუნება და თავისუფლებაა“.




გორანი ახლა მარნეულის სოფელ ლეჟბადინში ცხოვრობს. მის კარავში პატარა ავტობუსია მოთავსებული რომელშიც ციკანთან ერთად ცხოვრობს. ძალიან უყვარს ცხოველები და ამაჟამად აქლემის გარდა თხები, ძაღლები, კატები და ქათმები ჰყავს.




საქრთველოში 7 წლის ცხოვრებისას მან ბევრი მეგობარი შეიძინა. მასთან ხშირად ჩამოდიან ინდოელი სტუდენტები თბილისიდან ასევე ის თანამშრობლობს სამხატვრო სკოლებთანაც.

“ჩემთან ინდოელი სტუდენტები ჩამოდიან თბილისიდან.ბუნებაში ცხოვრების ასეთი წესი მათ კულტურასთან ახლოსაა და ეს მათში დიდ ინტერესს იწვევს ასევე ხშარად მოდიან სამხატვრო სკოლის ბავშვები მათ ძალიან აინტერესებთ ცხოველები და დიდ დროს ატარებენ მათთან თამაშში“.



წყარო: რადიო მარნეული



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.