კურორტი ბორჯომი
ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ყველაზე მაღალმთიანი ზონიდან
ტაბაწყური ბორჯომის მაღალმთიანი
ზონის სოფელია. დასახლება ბორჯომიდან 60 კილომეტრში და ზღვის დონიდან
2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ტაბაწყური ტბაში შეჭრილი სოფელია,
რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და იშიფრება როგორც ტბის (ტაბის)
ყურე. ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეშია, ბორჯომისა და
ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991
მ-ზე.
გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის
ბოლომდე. წყალი მტკნარია და მდიდარია თევზით. წყლის დონე დაბალია
თებერვალში, მაღალია — ივნისში. ტაბაწყურის ტბა წარმოქმნილია ვულკანის
ამოფრქვევის შედეგად. ის საკმაოდ ღრმაა– 40.2მ. გამოირჩევა ცივი წლით,
თითქმის შეუძლებელია მასში ბანაობა. ის არის ტაბაწყურის მთავარი
სავიზიტო ბარათი.
ტაბაწყურის თემში შემავალი 4
სოფელია: ბალანთა, მოლითი, ჭიხარულა და თავად ტაბაწყური. ბალანთის
გარდა, დანარჩენ სოფლებში ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ.
თემში, მთლიანობაში 200-ზე მეტი
კომლია დასახლებული. სოფელში, ყოველდღიური საქმე ბევრი აქვთ.
ტაბაწყურში ზაფხული მოკლე და
გრილია. ნოემბრიდან ტერიტორია თოვლით არის დაფარული და ბორჯომიდან
სოფლამდე არსებული გზა 7 თვის მაძილზე იკეტება. შესაბამისად,
ადგილობრივები ამ ხნის განმავლობაში გარე სამყაროს წყდებიან და მთიდან
ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. წელიწადის ყველაზე ცივი სეზონისთვის,
ადგილობრივები მზადებას ადრიანად იწყებენ.
სოფელი მცირემიწიანია და მკაცრი
კლიმატური პირობების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის
ნორმალურად აღებას ვერ ახერხებს. აქ განვითარებულია მეცხოველეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაბაწყურში
ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, ბოლო პერიოდში, მაღალამთიან
ზონაში გამოჩნდნენ ვიზიტორებიც, რაც ადგილობრივებს უჩენს მოლოდინს,
რომ ტაბაწყური ოდესღაც ტურისტული ზონა გახდება.
გააზიარეთ :