30 წლის თამარ დოიჯაშვილი, ბოლო რამდენიმე წელია, აქსესუარებზე
აქტიურად მუშაობს.
უკვე დამზადებული აქვს 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საყურეები,
სამაჯურები, ყელსაბმები, ჩანთები და სადღესასწაულო სათამაშოები.
ხელნაკეთი ნივთების შექმნაში მას, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილებიც
ეხმარებიან.
გარდა ხელსაქმისა და ოჯახისა, მისი დრო სიმღერასაც ეთმობა. თამარ
დოიჯაშვილი გოგონათა ფოლკლორული ანსამბლის "ნენანას" წევრია.
ორივე საქმე მისთვის შემოსავლიანია. ამბობს, რომ წლების წინ, საკუთარ
თავში აღმოჩენილმა ნიჭმა, შესაძლებლობების რეალიზების საშუალება
მისცა.
მულტიმედია მასალის სრულად სანახავად, დააწკაპეთ ფოტოზე