ინტერაქტიული მულტიმედია
ფოსტალიონი წარსულიდან
ეს 84 წლის როზა აკოფოვია ბორჯომიდან. 30 წლის იყო როდესაც ფოსტაში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ 32 წლის განმავლობაში, ყოველდღე, წერილები, დეპეშები, გაზეთები და ჟურნალები სახლში მიჰქონდა ადრესატებამდე. ქუჩები ზეპირად იცოდა, სულ ფეხით დადიოდა, ზამთარ-ზაფხულ. ყველასათვის კარგად ნაცნობი ფოსტალიონი ახალ უბანში ცხოვრობს. გზავნილებსაც ძირითადად თავის უბანში არიგებდა. ფოსტალიონები, ტერიტორიების მიხედვით იყვნენ განაწილებული.





"უუჰ, ცურავდა? ცურავდა კი არა... წვიმა იყო, ჩემთვის არაფერი იყო. თოვლი იყო, ჩემთვის არაფერი... რამდენიც გინდა, წავქცეულვარ კიდეც, ავმდგარვარ კიდეც... ტვინის შერყევითაც ვიყავი ავად. ეეჰ რამდენი რამე... რა არ გადამხდენია თავზე შვილო. ნეტავ შენ... მეორე დღეს ისევ გავრბოდი, ვმუშაობდი“ - იხსენებს ჩვენთან საუბრისას როზა ბებო.



რთული ცხოვრება ჰქონდა. 23 წლის ასაკში დაოჯახდა. სრულიად უცნობმა კაცმა მოიტაცა და გადაწყვიტა უსიყვარულოდ გაეგრძელებინა ცხოვრება მასთან, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა. 5 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მეუღლეს დაშორდა, რადგან ქმარი, მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. შემდეგ, ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა, თუმცა 5 თვის გოგონა, ფილტვების ანთების და დაგვიანებული მკრუნალობის გამო გარდაეცვალა. ბიჭი კი 45 წლის ასაკში დაეღუპა. ცდილობს მარტო ცხოვრებას შეეგუოს და საოჯახო საქმეებით დაკავდეს. თავს პენსიით და სოციალური დახმარებით ირჩენს. 




მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ცდილობს სევდიანი არ იყოს და ღიმილით მოგვიყვეს ამბები. ფოსტაში მუშაობის ყველა დეტალი კარგად ახსოვს. დროს მხოლოდ ამ ორმა ფოტომ გაუძლო, რომელიც  როზა ბებოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ 32 წელი ფოსტაში მუშაობდა.




რას გვიყვება მოხუცი ფოსტალიონი საკუთარ პროფესიაზე, უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეოში. 











Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.