გაიცანით 1 წლის და 6 თვის ნინი ლაშხი ბორჯომიდან. ის შესანიშნავი
ტანმოვარჯიშე და მოცეკვავეა.
წლინახევრის ნინი, ყოველ დილას ვარჯიშით იწყებს. უკვე ერთი თვეა, რაც
ინტენსიურ მომზადებას გადის მამასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონი
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - რევაზ ლაშხია. შესაბამისად, მამა - შვილის
პირადი ინსტრუქტორია და ნინიც მამასავით სპრტულ ფორმაშია.
"ერთი თვეა, რაც სპორტული შესაძლებლობები აღმოვაჩინე
ნინიში. შევეცადე დავხმარებოდი და სწორად ამეხსნა მოძრაობები. ჯერ
პატარაა, თუმცა გვინდა, რომ სამომავლოდ ტანვარჯიში უკეთ
შეისწავლოს" - ამბობს ნინის მამა, რევაზ ლაშხი.
გარდა ტანვარჯიშისა, ნინის ცეკვაც კარგად ეხერხება.ბავშვის დედა, ანი
ფერაძე მოცეკვავეა და მისი შვილი, რომ ქორეოგრაფიაში ასე იხვეწება, ეს
უკვე დედის დამსახურებაა.