სპორტი
რინგის ბორჯომელი ჩემპიონები
საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში ბორჯომელი კახა ავეტისიანია. ის 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ხუთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ვარჯიში მწვრთნელის გარეშე გაეგრძელებინა. იგივე ნაბიჯი გადადგა მისმა მეგობარმა, „ბალტინ ბოქსის საერთაშორისო გაერთიანების ჩემპიონის“ ტიტულის მფლობელმა, დავით რიბაკონმა. სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი ბორჯომის ერთ-ერთმა სასტუმრომ დაუთმო.

მოკრივეები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და საერთაშორისო ტურნირებისთვის ემზადებიან. საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის წევრებს, უცხოეთში ასპარეზობა ხშირად უწევთ და გამარჯვებულებიც ხშირად ბრუნდებიან, ამიტომაც სავარჯიშო დარბაზს უსასყიდლოდ უთმობენ. პროფესიული კრივის ასოციაცია მხოლოდ მათ ტურნიირებში მონაწილეობას აფინანსებს. მასალის სრულად სანახავად, დააწკაპეთ ფოტოზე 



რინგის ბორჯომელი ჩემპიონები
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.