ეს 1 წლის და 6 თვის ტუსია აბულაძეა თბილისიდან. ყველაზე პატარა
მოთხილამურე, მშობლებთან ერთად ამჟამად ბაკურიანში იმყოფება
დასასვენებლად.
ეს დაშვება ტუსიამ, დიდველის ტერიტორიაზე განახორციელა. ყველაზე
პატარა მოთხილამურე როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ტურისტების
ყურადღებას იქცევს.
6-7 თვის იყო, როდესაც პირველად თხილამურის ფეხსაცმელი მოირგო,
თხილამურებზე დგომა და დაშვება კი მამამ ასწავლა, რომელიც ბაკურიანში
სამთხო-სათხილამურო კლუბის X TREAM -ის ხელმძღვანელია.
ტუსია, ამჟამად თხილამურებზე უშიშრად დგება და ეშვება. ტირილს მაშინ
იწყებს, როდესაც სრიალს აწყვეტინებენ.
Buto remontas ir vidaus apdaila Vilniuje konkurencinga kaina https://bustovizija.net