ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე უკვე მრავალი წელია გასაყიდად გამოტანილი
პროდუქცია ტურისტების ინტერესს იწვევს და იზიდავს მათ. აქ ისე ვერ
ჩაივლი, რომ არ შეჩერდე, რაიმე არ შეიძინო ან დაათვალიერო მაინც.
აქ მრავლად არის ნაირ-ნაირი სუვენირები, მრავალფეროვანი ნუგბარი და
ფერად-ფერადი აქსესუარები. გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულ მოვაჭრეებს
აქ დგომა ზაფხულის გაუსაძლის სიცხესა და ზამთრის ყინვიან დღეებში
ერთნაირად უწევთ. რთულია გაძლება, მაგრამ ეს სამუშაო მათთვის
შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მასალის სანახავად დააკლიკეთ ფოტოს