ინტერაქტიული მულტიმედია
15 წელი ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში

ბოლო რამდენიმე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ  ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე ბუნებრივ ნაძვებს გირლიანდებით და განათებებით რთავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი ნაძვთან ასოცირდება,  ქალაქი არასდროს  გამოირჩეოდა საახალწლო  ნაძვის ხით.  ბოლო 15 წლის განმავლობაში ბორჯომში ხელოვნური ნაძვის ხე არ დადგმულა.












ნაძვის ხეები რუსთაველის მოედანზე, რომელსაც წლებია საახალწლოდ რთავენ



ასე გამოიყურებოდა გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში.  ქალაქის ცენტრში ბუნებრივი  ნაძვი მუნიციპალიტეტის მერიამ განათებებით მორთო.  ნაძვის ხის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მღელვარება გამოიწვია. ადგილობრივების მხრიდან   კრიტიკა მოჰყვა. ბორჯომის საახალწლო ნაძვის ხე თვეების განმავლობაში იყო განხილვის თემა.


2018 წლის საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში

წელს კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხე შეიძინოს, რომელიც რუსთაველის მოედანთან არსებულ სკვერში დამონტაჟდება.





რუსთაველის მოედანი

ხელოვნური ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.  ნაძვის ხე 20 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს.

სავარაუდოდ ასეთი იქნება ბორჯომის ახალი ნაძვის ხე


როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს: „ქალაქის ცენტრში განთავსდება  12 მეტრიანი, პირამიდული ტიპის ნაძვის ხე. იქნება ძალიან ეფექტური და ლამაზი, ასევე განათდება მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე“.

 

ნაძვის ხე და საახალწლო მოწყობილობები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას  დაახლოებით 100 ათასი ლარი დაუჯდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.