ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი სადგერი წლებია უწყლობას უჩივის, ადგილობრივების ონკანებში სასმელი წყალი გრაფიკით მოდის,
ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო
ტურიზმია. ზაფხულობით სადგეში საკუთარ სახლებს და საოჯახო ტიპის
სასტუმროებს აქირავებენ. სადგრელების უმეტესობა თვლის, რომ
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება
სოფელში მეტ დამსვენებელს მოიზიდავს და მათი სოციალური მდგომარეობაც
გაუმჯობესდება
რეაბილიტირებული სკვერი
სადგერში
სოფელში ამ დროისთვის 95 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სადგერში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ოქტომბერში სოფლის ცენტრში რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა, ზაფხულში კი საკანალიზაციო ქსელი გაიყვანეს, თუმცა საკურორტო სოფლისთვის ეს საკმარისი არ არის
ზაფხულობით სოფელ დვირს დამსვენებელი ცოტა ჰყავს, მაგრამ სკოლამდელი ასაკის ბავშვია ბევრი, მათთვის კი საბავშვო ბაღი არ არის.
სოფელი დვირი ბორჯომიდან 18 კილომეტრში მდებარეობს, პატარებისთვის საბავშვო ბაღის აშენებას დვირელები ათეულობით წლებია უშედეგოდ ელოდებიან.
სოფელში თაობები ისე გაიზარდნენ ბაღში არ უვლიათ. სოფლის ცენტრში ძველი საბავშო ბაღის შენობა ნახევრად დანგრეულია.
დვირელებმა, ადგილობრივი
ხელისუფლებისგან, ბაღის აშენების დაპირება რამდენიმე წლის წინ
მიიღეს, ჯერ-ჯერობით დიდებიც და პატარებიც მოლოდინის რეჟიმში
არიან.
ორივე სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას
არაერთხელ მიმართა და პრობლემების მოგვარება მოითხოვა, დაპირებები
მიიღეს, თუმცა დგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას მოლოდინი
გაუცრუა. ფაქტია წლები გადის, ხელისუფლება იცვლება, პრობლემები კი ისევ პრობლემებად რჩება.