ინტერაქტიული მულტიმედია
გარემოვაჭრეთა პრობლემები
ბორჯომის ქუჩებში გარევაჭრობა გრძელდება. საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ფეხით სავალ ნაწილზეა გაშლილი, რაც ადგილობრივებს გადაადგილებაში პრობლემებს უქმნის. ქალაქის ცენტრში არსებულ სავაჭრო ფართში შესვლაზე მოვაჭრეები უარს აცხადებენ. შენობას ამჯერად საწყობის ფუნქცია აქვს. აქ ინვენტარს და პროდუქტს ინახავენ.









მოვაჭრეები ქუჩაში იმ მიზეზით გამოვიდნენ, რომ გზის მეორე მხარეს, სანაპიროზე არსებული გარევაჭრობის გამო მათთან შენობაში მყიდველი აღარ შედის. “იმ შემთახვევაში თუ ისინი თავიანთ სავაჭრო ფართებს დაუბრუნდებიან, მაშინ ჩვენც შენობაში შევალთ”- აცხადებენ გარემოვაჭრეები.














ქუჩაში ყველანაირი პროდუქტი თავისუფლად იყიდება. მათ შორის არის მალფუჭებადი თევზი და რძის პროდუქტები. დარღვეულია შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მიუხედავად საფრთხისა ქუჩაში გასაყიდად გამოტანილ პროდუქტს მყიდველი მაინც ჰყავს. 












„გარეთ გამოვიდა ყველა და ჩვენც გამოვედით.  იქით რომ ყვავის ვაჭრობა ჩვენც რა ვქნათ,  ოჯახები გვაქვს, არსებობა გვინდა, ბანკის ვალები გვაქვს და თავისთავად ჩვენც გვინდა ორი კაპიკი რომ ვიშოვოთ“.- აცხადებს ასმათ ხუციშვილი, რომელიც ბორჯომში უკვე წლებია ბოსტნეულით და რძის პროდუქტებით ვაჭრობს.


ასმათ ხუციშვილი

„გზის მეორე მხარეს რომ ვაჭრობენ ჩვენც გამოვედით. ყველა გზაზეა ჩამწკრივებული. ერთი და ორი ადამიანი რომ იყოს კი, მაგრამ ყველა გამოფენილია. “ ამბობს  ნესტან კევლიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია სხვა პროდუქტთან სხვადასხვა სახეობის თევზს ყიდის.


ნესტან კევლიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 აგვისტოს ბორჯომში გარევაჭრობა აკრძალა. პოლიციის დახმარებით მოვაჭრეებს ქუჩაში დაკავებული ადგილები დაატოვებინეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა აკრძალვა დროებითი აღმოჩნდა. რამდენიმე კვირაში მოვაჭრეები ისევ გარეთ გამოვიდნენ.





ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ბორჯომის ქუჩებში არსებულ გარევაჭრობას წლებია ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. ამ ხნის განმავლობაში ამ პრობლების მოგვარება ვერცერთმა ადგილობრივმა მთავრობამ ვერ შეძლო.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.