ქალაქების მოსახლეობასთან ერთად იზრდება მანქანების და მგზავრების
რაოდენობა; უფრო ბევრი დრო იხარჯება საცობებში და გადატენილ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ბოლო დროს, ინფრასტრუქტურული პრობლემები კიევში, კიშინიოვში და
თბილისში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რა მომავალი ელის ამ ქალაქებს?
როგორ აირიდებენ თავიდან სატრანსპორტო კოლაფსს? გააჩნიათ თუ არა ამ
ქალაქების მერებს გრძელვადიანი და ეკოლოგიური ქალაქგანვითარების
გეგმები?