ინტერაქტიული მულტიმედია
გორელოვკა - ფერადი სოფელი ქვეყნის სამხრეთში
ეს გორელოკვაა. სოფელი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ნინოწმინდაში, ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ბუღდაშენის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 2065 მეტრ სიმაღლეზე. სოფელში სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ფერადი სახლები. 








ასეთი ფერადი სახლი სოფელში რამდენიმეა. ძირითადად, დაკეტილი და მიტოვებული. 







ადგილობრივი სომხები გორელოვკის ძველ სახელწოდებად ბუღდაშენს ასახელებენ. სიძველეებიდან ამ დიდ სოფელში ახლა აღარაფერია შემორჩენილი, თუმცა XX საუკუნის 30-იან წლებში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ახსოვდა, რომ გორელოვკა ძველი სოფლის ნანგრევებზე იყო აშენებული (ეკლესიის ნანგრევი, ძვ. სასაფლაო დიდი ბრტყელი ლოდებით, ზეთის სახდელი ნაგებობა და სხვ.). გორელოვკის მახლობლად, ბუღდაშენის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, ძველი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია ნასახლართა დიდი ბუდეები და სასაფლაო ძველი დაუმუშავებელი ლოდებით, ეკლესიის კვალი კი აღარსადაა.




XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ჯავახეთში გადმოასახლა დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან. სახელი „გორელოვკა“ მათი შერქმეულია. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი. 1895 წელს 2000-მდე დუხობორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხობორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. 90-იან წლებამდე დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, თუმცა 1990-იანებში მათმა უმეტესობამ საქართველო დატოვა. დღეისათვის, გორელოვკაში მხოლოდ რამდენიმე დოხობურია შემორჩენილი. ამ სოფელში ერთად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები, სომხები და რუსები. აქ მცხოვრებლები ძირითადად ჩართულები არიან სოფლის მეურნეობაში. 




















Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.