კოვიდი დღეს
„ბავშვებში კორონავირუსი ადვილად ვრცელდება, ვაქცინირებულის იმუნიტეტი შეიარაღებულია“ - ექიმი თამარ გუმბერიძე
რა ასაკიდან არის შესაძლებელი ბავშვების კოვიდვაქცინაცია, რომელი ვაქცინა არის მათთვის რეკომენდებული და რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების აცრა. რუბრიკაში „კოვიდი დღეს“ შეკითხვებს პასუხობს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ვაქცინაციის მიმართულებით თამარ გუმბერიძე.



საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინაცია რა ასაკიდან არის შესაძლებელი და რომელი ვაქცინა არის მათთვის რეკომენდებული (რამდენი დოზა?)

"საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ცოტა ამოვისუნთქეთ, გაიშვიათდა ჩვენი შიშიც, გაუგებრობაც, მომავალი უფრო ნათელი გახდა. ეს რა თქმა უნდა, ვაქცინის დამსახურებაა. ვაქცინაცია წარმატებით დაიწყო და მიმდინარეობს 2020 წლის მარტიდან. ჩვენი კანონმდებლობით, ბავშვების აცრა დასაშვებია 12 წლის ასაკიდან. იცრებიან ბავშვები მხოლოდ ფაიზერის ვაქცინით. სხვა ვაქცინა ბავშვებში დაშვებული არ არის, ისევე როგორც ორსულებში, მეძუძურ დედებში და ონკოლოგიურ პაცენტებში".



რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მშობელმა, შვილის ვაქცინაციის შემთხვევაში?

"ბავშვები რა თქმა უნდა არიან არასწრულწლოვნები და ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამიტომ, ბავშვი ვაქცინაციის ცენტრში აუცილებლად უნდა იყოს მშობელთან ერთად. უნდა ჰყავდეს ადგილზე დედა ან მამა. მათ უნდა ჰქონდეთ თან შესაბამისი დოკუმენტები, რაც ადასტურებს რომ ისინი არიან ბავშვის მშობლები და აუცილებელია ბავშვის დაბადების მოწმობა. ამის შემდეგ წერენ განცხადებას რეგისტრატურაში, რომ მშობელი ითხოვს არასრულწლოვანი შვილის კოვიდვაქცინაციას. ამის შემდეგ პრობლემა არ არის და პროცედურა მიმდინარეობს ჩვეულებრივად.
არის შემთხვევებიც, როცა მოდიან რომ საზღვარგარეთ მიდიან, მაგალითად მოიგეს მწვანე ბარათი და ითხოვენ აცრას. ბუსტერ დოზა არ კეთდება არასრულწლოვნებში. ეს მხოლოდ 18 წელს ზემოთ არის რეკომენდებული".




აცრამდე თუ ხდება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და აცრის შემთხვევაში რა უკუჩვენა შეიძლება გამოუვლინდეს ბავშვს?

აცრამდე ყველა მშობელმა იცის თავისი შვილის დაავადების ისტორია, ამიტომ ზოგს მანამდე აქვს კონსულტაცია ექიმთან გავლილი, ზოგი იქვე გადის კონსულტაციას. რასაც გვირჩევს ალერგოლოგი, რა თქმა უნდა ვიყენებთ რჩევებს. რაც შეეხება უკუჩვენებას. ფურცელს რომელსაც ვატანთ აცრის შემდგომ, უკან გვერდზე წერია ამ უკუჩვენებების ჩამონათვალი და ვუხსნით რომ რაც აქ წერია, შესაძლოა რომელიმე მათგანი გამოუვლინდეს. ხოლო, თუ ამ ჩამონათვალს გასცდა ჩივილები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მაგრამ, ასეთი შემთხვევა თითქმის არ გვქონია. ფაიზერს მაგალითად ახასიათებს საერთო სისუსტე, შესაძლოა ტემპერატურის მომატება, დიარეა და ასე შემდეგ, ისევე როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. ბავშვებში უფრო ნაკლებად ვლინდება ეს უკუჩვენებები. რატომღაც, სტატისტიკურად ასეა რომ ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ ვაქცინაციის შემდგომი პერიოდი, ვიდრე მოზარდებს.



თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა, რომ გარკვეული მიზეზის გამო ვეღარ მოხერხდა ბავშვის ვაქცინაცია და თუ არის რაიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება უარი ეთქვას ბავშვს ვაქცინაციაზე?

არა, ასეთი პრაქტიკა არ გვქონია. ყოფილა შშმ ბავშვები, მწოლიარე პაციენტები, მაგრამ, მათი მშობლები უფრო ითხოვდნენ ვაქცინაციას, რადგან ეშინოდათ ვირუსის. ჯანმრთელ ბავშვზე არანაირი წინაღობა არ ყოფილა, პრაქტიკაში არ გვქონია.





მართალია, სხვა ქვეყნებში ბავშვების ვაქცინაცია უფრო ადრე დაიწყო, საქართველო კი ამ პროცესს შედარებით გვიან შეუერთდა. როდიდან დაიწყო ჩვენს ქვეყანაში ბავშვების კოვიდვაქცინაცია და ამ დროისთვის დაახლოებით რამდენი პროცენტია ვაქცინირებული?

2021 წლის მარტიდან შესაძლებელია ბავშვის ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია მხოლოდ 12%. ისიც ძირითადი ნაწილი მოდის ექიმების, სამედიცინო წარმომადგენლების შვილებზე. რადგან ჩვენ უფრო მეტად ჩართული ვართ ამ საკითხში, უფრო მეტად გვესმის ვაქცინის მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა რომ ეს ფართო მასებამდე მივიტანოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების ვაქცინაცია. დავუშვათ, როგორც გადაიტანს ბავშვი კოვიდს, ის სიცხე, თავის ტკივილი, არასასიამოვნო შეგრძნება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ოჯახის ექიმთან კომუნიკაციით დარეგულირებადია, მაგრამ ჩვენ უფრო გვაინტერესებს პოსტკოვიდური მდგომარეობა. აუცრელი ბავშვების უმრავლესობა ხვდება საავადმყოფოებში პოსტკოვიდური მდგომარეობის გამო და აცრის შემთხვევაში, ეს რეალობა არ გვაქვს. ეს კი ძირითადად დელტა შტამს ახასიათებდა. ომიკრონი შედარებით მსუბუქი შტამია, რაც ძალიან კარგია, თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდეგში, ყველაფერს უნდა ველოდოთ.

აქამდე ვამბობდით, რომ მოზარდები უნდა ავცრათ რომ უსაფრთხოდ იყვნენ ბავშვები, მაგრამ ახლა პირიქითაა. უნდა აიცრნენ ბავშვები, რადგან ისინი ყველაზე უმართავები არიან. ნაკლებად იცავენ დისტანციას, უსაფრთხოების და ჰიგიენის წესებს.



რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების ვაქცინაცია და აცრილი ბავშვების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში?

რატომ გვინდა ბავშვების ვაქცინაცია? ჩვენ ვისაუბრეთ რომ დაუცველი ფენაა და ვირუსის დროს კონტროლი უჭირთ ბავშვებს. მათში უფრო ადვილად ვრცელდება. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვმა დაბალი ტემპერატურა, მაგალითად 37 გრადუსი ვერ იგრძნოს, შესაძლოა მცირედი ყელის ტკივილი ვერ იგრძნოს და ამ დროს როცა ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში ან სკოლაში, რა თქმა უნდა ვირუსს ეს ბავშვი უფრო მეტად ავრცელებს. როდესაც ბავშვი აცრილია, მისი იმუნიტეტი შეიარაღებულია და როგორც კი ხვდება ვირუსი, აქვს ძლიერი რეაქცია. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ვირუსი აღარ შეხვდებათ, თუმცა აცრილი ბავშვები ვირუსს ადვილად გადაიტანენ. ამიტომ, აუცილებელია დავიცვათ თავი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.



მასალა მომზადებულია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის „Vaccination4Georgiaს- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.






Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.