ახალი ამბები
ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება რუსეთის მთავრობის მეთაურს მიხეილ მიშუსტინს თხოვნით მიმართავს „რეპსუბლიკას“ გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო პროდუქციით მოამარაგოს. ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გეორგი ტოტჩიევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
„გთავაზობთ მომზადდეს მიმართვა მიხეილ მიშუსტინისადმი, რომ სამხეთ ოსეთს გაეწიოს ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც აუცილებელი სამედიცინო ნაწარმის ჩამონათვალს გულისხმობს“,-აღნიშნა ტოტჩიევმა.

ოსური მედიის ცნობით, ცხინვალის აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, რის გამოც მათზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის მთავრობამ დროებითი აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო ნაწარმის ექსპორტზე, რომელთა შორის პირბადეებიცაა. ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.