სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 713-ია.
ყველაზე მეტი, 337 ადამიანი, თვითიზოლაციაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია.
რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების სტატისტიკა, 26 მარტის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
ბორჯომი - 27
ასპინძა - 37
ნინოწმინდა 185
ახალციხე - 118
ახალქალაქი - 337
ადიგენი - 9
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.
რეგიონში 5 საკარანტინე სივრცე მოქმედებს.