ბაკურიანში მესამე საკარანტინე ზონა მოეწყო
ბაკურიანში მესამე საკარანტინე ზონა
სასტუმრო „კრისტალში“ მოეწყო. ამ დროისთვის დაბაში 3 საკარანტინე ზონა
მოქმედებს.
23 მარტის 17:00 საათის მონაცემებით, სულ სამივე სასტუმროში 268
ადამიანია მოთავსებული. "კრისტალში" 52 პირი შეიყვანეს.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.