ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ოთხი საკარანტინე ზონაა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დღეიდან სამი საკარანტინე ზონა დაემატა, ორი ბაკურიანში, ერთი კი ახალციხეში. მე-4 საკარანატინე სივრცე აქამდეც ერთადერთი იყო რეგიონში აბასთუმანში, ფილტვის ცენტრში.

ბაკურიანში, დღეს ორ სასტუმროში მოეწყო საკარანტინე სივრცე და ჯამში 175 ადამიანი გადანაწილდა ორივე მათგანში. როგორც სასტუმროებში ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, დღის ბოლომდე შესაძლოა კიდევ მოხდეს მოქალაქეების დამატება. მოქალაქეებმა გადმოკვეთეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ლარსის სასაზღვრო პუნქტი.

"ისინი ძირითადად იყვნენ რუსეთში, საბერძნეთში, თურქეთში. კორონავირუსის ნიშნები არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, სასტუმროს მიმღების ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

კიდევ ერთი საკარანტინე სივრცე ახალციხის ერთ სასტუმროშიც მოეწყო, რომელიც ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

რაც შეეხება აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, კლინიკური მენეჯერის კახა ბერიძის ინფორმაციით, მათთან ამჟამად 43 ადამიანია მოთავსებული და თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ცნტრში ამჟამად 43 ადამიანი გვყავს. დღეს მოხდა ორი ადამიანის ბინაზე გაწერა, რომლებმაც უკვე გაიარეს სავალდებულო საინკუბაციო პერიოდი და თავს კარგად გრძნობდნენ. და ასევე დღესვე დაგვემატა 2 მოქალაქე, ერთი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გადმოიყვანეს, ხოლო მეორე პირმა თავად მოგვმართა, რადგან თვითიზოლაციის დასაცავად შესაბამისი პირობები არ ჰქონდა. როგორც გითხარით, ჯამში 43 ადამიანი გვყავს ფილტვის ცენტრში" - ამბობს კახა ბერიძე.


22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 2956 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291 პირი იმყოფება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.