ბაკურიანში ორი საკარანტინე ზონა მოეწყო
ბაკურიანის ორ სასტუმროშისაკარანტინე ზონა მოეწყო.
მიიღო თუ არა პაციენტები აღნიშნულმა ორმა სასტუმრომ, ვერ გვიდასტურებს
მერის წარმომადგენელი ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა
გობრონიძე.
გობრონიძის თქმით, ბაკურიანში ბევრი სასტუმროა და საჭიროების
შემთხვევაში, სხვაგანაც მოხდება საკარანტინე ზონების მოწყობა
"ბაკურიანში იმდენი სასტუმროა, რომ პრობლემა არ იქნება
საკარანტინე ზონების მოწყობის თუ მაგის საჭიროება დადგა. დიახ,
კომუნიკაცია გვქონდა და სასტუმროების წარმომადგენლები ამ ხმრივ
მზაობას გამოთქვამენ" - ამბობს ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას გოჩა გობრონიძე.
საკარანტიზე ზონა, ბაკურიანის გარდა, ახალციხის ერთ სასტუმროშიც
მოეწყო, რომელიც ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
ჯამში, სამცხე-ჯავახეთში 4 საკარანტინე ზონა, 330 იზოლირებული ოთახი
და 243 პაციენტია.
შეგახსენებთ, 22 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 54
დადასტურებული შემთვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 მოქალაქე.