47 პაციენტიდან კორონავირუსის 2 შემთხვევა გორშია დაფიქსირებული
საქართველოში 47 პაციენტს შორის 2 ახალი შემთხვევა გორის სამხედრო
ჰოსპიტალში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში პირველად დღეს
დადასტურდა.
,,ჩვენთან ამ წუთას იმყოფება 59 პაციენტი, აქედან 32 არის
სამხედრო მოსამსახურე და 27 სამოქალაქო პირი. გუშინ გავაგზავნეთ 11
ნიმუში და 11 ნიმუშიდან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე პირი
არის 25 წლამდე, ერთი მათგანი არის იუნკერი, მას აქვს საფრანგეთში
მოგზაურობის ისტორია, ჩამოფრინდა 16 მარტს და იმყოფებოდა კარანტინში,
სადაც დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურული რეაქცია და 18 მარტს
გადმოყვანილი იქნა გორის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია და კლინიკურად მასთან ძალიან სუსტად არის
გამოხატული სიმპტომატიკა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის გახლავთ
ქალბატონი, რომელთანაც სიმპტომატიკა არის გამოხატული ცხელებით. მასაც
საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 20 მარტს ჩამოფრინდა და
აეროპორტიდან მოხვდა პირდაპირ ჩვენთან, ბოქსირებულ განყოფილებაში.
სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია“- განაცხადა
გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ამ 47 პაციენტიდან
გამოჯანმრთელდა 1 მოქალაქე,
1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული,
გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა.