აბასთუმნის ფილტვის ცენტრს 25 ადამიანი დაემატა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრს დღეს, კიდევ 25 ადამიანი დაემატა. ჯამში,
საკარანტინო სივრცეში 42 პირი იმყოფება.
ცენტრის კლინიკური მენეჯერის კახა ბერიძის ინფორმაციით, მათ ცენტრში
22 ადამიანი თბილისის კლინიკებიდან გადმოიყვანეს. დანარჩენი 3
მოქალაქიდან კი ერთმა თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა, შემდეგი ორი კი
თვითიზოლაციის წესების დარღვევის შედაგდ მოხვდნენ კარანტინში.
"თბილისიდან, ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო
კლინიკიდან და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ჩვენთან
გადმოიყვანეს 22 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, თვითიზოლაციის წესების
დარღვევისთვის ორი პირი შემოიყვანეს ჩვენთან საკარანტინო ზონაში და
ერთმა მოქალაქემ, რომელიც გუშინ თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოში,
საზღვრის კვეთის შემდეგ ჩვენთან მოათავსეს. ვირუსის ნიშნები არცერთ
მათგანს არ აღენიშნება, ყველას მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან"
საუბრისას ცენტრის კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე.
შეგახსენებთ, ფილტვის ცენტრში აქამდე 19 პირი იმყოფებოდა, ორმა
მოქალაქემ გაიარა სავალდებულო საინკუბაციო პერიოდი და გაიწერა ბინაზე.
დარჩენილ 17 პირს, საკარანტინო ზონაში დღეს დაემატა 25 მოქალაქე.
ჯამში, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 42 ადამიანია მოთავსებული.